Shop.aversi.ge-ზე შეძენილი პროდუქციის მიწოდების სტანდარტული პირობები:

shop.aversi.ge-ზე განთავსებული შეკვეთების დამუშავება იწყება 9:00 საათიდან. შეძენილი პროდუქციის მიღება შეგიძლიათ 3 გზით:

1. აფთიაქში მიკითხვით - მთელი საქართველოს მასშტაბით;

2. მისამართზე მიწოდებით შემდეგ ქალაქებში (ცალკეული ქალაქის ფარგლებში): თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, გორი, ზესტაფონი, ახალციხე, ოზურგეთი. (უფასო მიწოდება: თბილისში 100 ლარს ზევით შენაძენზე, ხოლო სხვა ჩამოთვლილ ქალაქებში 25 ლარს ზევით შენაძენზე); 

3. საქალაქთაშორისო მიწოდებით შეზღუდულ ასორტიმენტზე მთელი საქართველოს მასშტაბით (სოფლების ჩათვლით).


მიწოდების ძირითადი პირობები

თბილისსა და ზემოთ ჩამოთვლილ ქალაქებში მოქმედებს სწრაფი, დღის ბოლომდე ან მომდევნო დღეს მიწოდება.

საქალაქთაშორისო მიწოდების ვადა არის ხანგრძლივი და დამოკიდებულია მიწოდების მისამართსა და შეკვეთის სპეციფიკაზე.

შენიშვნა: ზუსტი ვადები, ტარიფები და სხვა პირობები შეგიძლიათ იხილოთ შეკვეთის განთავსების პროცესში, თქვენ მიერ არჩეული მეთოდის ქვეშ განთავსებული ტექსტური აღწერის სახით. პირობები შეიძლება იცვლებოდეს სხვადასხვა ფაქტორის (მაგ: სადღესასწაულო დღეები) გათვალისწინებით.


აფთიაქში მიკითხვა

აირჩიეთ მეთოდი „მივაკითხავ აფთიაქში“ და აფთიაქების სიიდან მონიშნეთ თქვენთვის სასურველი აფთიაქი. აფთიაქში სტუმრობამდე დაელოდეთ SMS შეტყობინებას.

შენაძენის მიღებასთან დაკავშირებით სხვა შესაძლო დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თითოეული მეთოდის ტექსტურ აღწერაში.