Shop.aversi.ge-ზე გადახდა შესაძლებელია პლასტიკური ბარათის მეშვეობით. 

1. დაამატეთ პროდუქცია კალათაში და დააჭირეთ „შეძენას“;

2. გადახვალთ შეძენის გვერდზე, სადაც საჭიროა, აირჩიოთ თქვენი რაიონი, პროდუქციის მიღების მეთოდი, მიუთითოთ საკონტაქტო ინფორმაცია დეტალურ მისამართთან ერთად და დააჭირეთ ღილაკს „შეკვეთის განთავსება“;

3. ღილაკზე დაჭერის შემდეგ გადამისამართდებით გადახდის გვერდზე, სადაც ჩაწერთ თქვენი ბარათის მონაცემებს, შეყვანთ ტელეფონზე გამოგზავნილ ერთჯერად კოდს და დაადასტურებთ გადახდას;

3.1. შენიშვნა: ავტორიზაციის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ბარათის დამახსოვრების ფუნქციით და შემდეგ ჯერზე გადახდას შეძლებთ „შეკვეთის განთავსების“ ღილაკზე დაჭერით, ბარათის მონაცემების შევსების და ერთჯერადი კოდის გარეშე.

4. წარმატებული გადახდის შემთხვევაში, ეკრანზე გამოვა შესაბამისი შეტყობინება.

5. შეძენის გვერდზე გადასვლა ასევე შესაძლებელია პირდაპირ პროდუქტზე არსებული „ყიდვის“ ღილაკის მეშვეობით. ამ შემთხვევაში თქვენ შეკვეთას გააკეთებთ მხოლოდ არჩეულ პროდუქტზე.