ჩამოტვირთეთ Firefox

Firefox აღარაა მხარდაჭერილი Windows 8.1 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox აღარაა მხარდაჭერილი macOS 10.14 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox პირადულობის განაცხადი

Firefox-ის პირადი დათვალიერების რეჟიმი

თუ კომპიუტერს უზიარებთ სხვებს ან გსურთ შეუზღუდოთ საიტებს თქვენ შესახებ მონაცემების შეგროვება, შეგიძლიათ პირადი თვალიერების რეჟიმით ისარგებლოთ Firefox-ში. პირადი თვალიერების რეჟიმი ასუფთავებს იმ ციფრულ კვალს, რომელსაც ინტერნეტში გვერდების მონახულებისას ტოვებთ — შეგიძლიათ მიამსგავსოთ ტყეში დატოვებულ კვალს.

რას აკეთებს პირადი დათვალიერება?

პირადი დათვალიერების რეჟიმი ხსნის ბრაუზერის ახალ ფანჯარას. როგორც კი დახურავთ პირადი ფანჯრის გვერდს, თქვენი გვერდების ისტორია და ყველა თვალყურისმდევნელი ფუნთუშა, თქვენ მიერ მონახულებული საიტებიდან წაიშლება. Firefox-ის პროფესიონალური რჩევა: არ დაგავიწყდეთ, პირადი ფანჯრის დახურვა დასრულებისთანავე!

Firefox-ის ბრაუზერის ფანჯარა პირადი დათვალიერების რეჟიმში.

რას არ აკეთებს პირადი დათვალიერების რეჟიმი

პირადი დათვალიერების რეჟიმი არ წაშლის პირადი ფანჯრიდან შექმნილ სანიშნებს, ვერ დაგიცავთ მავნე პროგრამებისა და ვირუსებისგან. ამასთანავე, ვერ შეუშლის ხელს თქვენ მიერ მონახულებულ საიტებს იხილონ თქვენი ადგილმდებარეობა და ვერ შეუზღუდავს თქვენი ინტერნეტმომსახურების მომწოდებელს აღრიცხოს, რას საქმიანობთ ვებსივრცეში. ამ ყველაფრისთვის დაგჭირდებათ სანდო VPN.

შეადარეთ Firefox-ის პირადი თვალიერების რეჟიმი Chrome-ის ინკოგნიტო რეჟიმს.