ბუტაფორია
თემა
ბუტაფორია (იტალ. buttafuoria ) — მულაჟი, თეატრალური წარმოდგენებისა და კინოგადაღებებისთვის საგანგებოდ დამზადებული საგნები — ქანდაკება, ავეჯი, ჭურჭელი, სამკაული, იარაღი, ავტომობილი, სახლი და სხვა; მზადდება იაფფასიანი მასალისგან: მუყაო, ხე, თუნუქი. ფორმით, ზომითა და ფერით ორიგინალსა ჰგავს. ბუტაფორიულ საგნებს ამზადებს თეატრის ან კინოსტუდიის თანამშრომელი — ბუტაფორი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 589.