მარადი
მარადი (ფრანგ. Maradi) — ქალაქი ნიგერის სამხრეთ ნაწილში.
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქალაქი მდებარეობს ნიგერიის სახელმწიფო საზღვართან ახლოს, 540 კმ-ით აღმოსავლეთით ქვეყნის დედაქალაქიდან — ნიამეიდან. მარადის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ფუნქციონირებს «მარადის» აეროპორტი.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ძველად სავაჭრო ქალაქი მარადი შედიოდა ჰაუსას ქალაქ-სახელმწიფოების შემადგენლობაში. XIX საუკუნის დასაწყისში მოხვდა სოკოტოს სახელმწიფოს ისლამური ხალიფატის ხელისუფლების ქვეშ. 1899 წელს დაექვემდებარა ფრანგებს. 1807 წლიდან მარადის მართავს (1899 წლის შემდეგ — ნომინალურად) დურბავას სულთნების დინასტია (ფულბეს ხალხის წარმომადგენლები).
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2012 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 267 249 ადამიანს[1]. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი შედგება ჰაუსას ხალხისგან; ასევე ცხოვრობენ ფულბეს, ტუარეგების, იორუბას და იგბოს ხალხის წარმომადგენლები. ქალაქი მარადი — მარადის კათოლიკური საეპისკოპოსოს ცენტრია.
ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:
1977 | 1988 | 2001 | 2012 |
---|---|---|---|
44 458 | 110 005 | 147 038 | 267 249 |
ცნობილი მაცხოვრებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქალაქში დაიბადა 1996—1999 წლების ნიგერის პრეზიდენტი იბრაჰიმ ბარე მაინასარა.
დამეგობრებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Niger: Regions, Major Cities & Urban Centers — Statistics & Maps on City Population. Citypopulation.de. ციტირების თარიღი: 25 April 2014.