დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
ხეოფსის პირამიდის სიმაღლე თავდაპირველად 147 მეტრი იყო, ახლა კი 139 მეტრია. არსებობს ვერსია, რომ ამ პირამიდის 8 მეტრიანი წვერო, რომელიც მოტყდა, ოქროსი იყო. პირამიდა 20 წლის განმავლობაში შენდებოდა. გამოყენებულია 2 მლნ. ლოდი, თითო კი 2 ტონაზე მეტს იწონის. მშენებლობაში დაახლოებით 10 000 მონა იღებდა მონაწილეობას. გადმოცემის თანახმად, ეს პირამიდა "ინახავდა" ფარაონ ხეოფსის მუმიას, რომელიც ცენტრალურ კამერაში იმყოფებოდა 2 000 000 ქვას შორის. ამ პირამიდაში აღმოაჩჳნეს ფარაონ ხეოფსის ცარიელი სარკოფაგი (იგივე კუბო), თავად ფარაონის ქანდაკება და, რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, ჭა. XX საუკუნეში აღმოაჩინეს ნაწილებად დაჭრილი ნავი, რომელთაც მუმია ნილოსით გადაჰყავდათ სამარხში. აგრეთვე იქ იმყოფება ორი პატარა პირამიდა - ხეფრენი და მიქერინი.