#61266989 · 17 May 2024, 21:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ ასე თუ ისე მაინც წარმატებით ხორციელდება ФСБ-ს სპეციალური ოპერაცია.
მოკლედ, მოდი ეხლა განვავრცობ და ცოტას ავხსნი თუ რაც ხდება ჩვენს თავს.
ბიძინა (ხიხო) ივანიშვილი კონტროლდება კრემლიდან, ოლიგარქი არის რუსეთის გავლენის აგენტი, კრემლის და ოლიგარქის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში ქოცებმა მეორე მოსმენაზე ჩუმად შეიტანეს ცვლილებები, რითაც ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება რეპრესიული "რუსული კანონი" (რაც ისედაც მოსალოდნელი იყო). ეს კანონი ფაქტიურად ყველას ზღუდავს და კონტროლის ქვეშ აყენებს უცხოეთიდან გადმორიცხვების საკითხში, მათ შორის პირადი გზავნილების საკითხშიც.
მაგრამ საქმე ამით არ მთავრდება.
მალე ქოცობა შემოაგდებს "ფეიკების კანონს" და "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" გამკაცრების კანონს.
ვიღაცეებისთვის გასაგები რომ იყოს - "ფეიკების კანონი" ეს არის მედია ცენზურა, რომელიც გარდა ტელევიზიებისა, facebook-საც შეეხება და სხვა სოციალ ქსელებს.
"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" გამკაცრების კანონი - მარტივად რომ ავხსნა, რუსეთში და ბელორუსში ფაქტიურად მიტინგები აკრძალულია, იგივეს აპირებენ საქართველოშიც.
კრემლის ბრძანებით, ხიხო ივანიშვილის ქოცური რეჟიმი, რუსეთის ფედერაციაში მოქმედი რეპრესიული კანონმდებლობის კალკირებას აპირებს საქართველოში.
საბოლოო მიზანი არის ოთხ ეტაპიანი:
1 - საქართველოს დასავლეთისგან იზოლირება, შესაბამისად საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან მარტოდ დატოვება. 2 - საქართველოში ავტოკრატიულ/რეპრესიული რეჟიმის დამყარება. 3 - საქართველოს სუვერენიტეტის მოსპობა. 4 - საქართველოს რუსეთის ფედერაციაში (რუსულ სამყაროში) ინტეგრაცია.
This post has been edited by გიო88 on 17 May 2024, 21:46
|