Popper
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1374
წევრი No.: 268051
რეგისტრ.: 8-October 22
|
#61266379 · 17 May 2024, 18:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მძიმე სურათია ინტელექტუალური და იდეოლოგიური კუთხით რესპუბლიკაში, ამხანაგებო. ამ ფორუმზეც აისახება ეს და ფეისბუქშიც (ტვიტერს გრუზინები რატომღაც ნაკლებად იყენებენ). ყველგან იგრძნობა ინფანტილიზმი და მრავალსაუკუნოვანი ზომბირება, პლუს ძალიან ბევრი შეგნებული დეზინფორმაციაც ვრცელდება.
1-2 თვის წინ (ჯერ კიდევ აგენტების კანონამდე) გავხსენი თემა „ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი“, ასევე თემა აფხაზეთზე. გამოხმაურებები იყო, მაგრამ უმეტესობა, კი არადა თითქმის ყველა საკმაოდ აცდენილი იყო რეალობას. არადა, ეს თუ ვერ გაიგეთ, ვერაფერს ვერ გაიგებთ, ამხანაგებო. დღეს არის იდეოლოგიების ჭიდილი მსოფლიოში ისე მძაფრად, როგორც არასდროს.
60-იან წლებში რომ იყო დასავლეთში გარდატეხის ეპოქა და კონსერვატიულმა საზოგადოებამ დაშლა დაიწყო, დაახლოებით ისეთივე გარდამტეხი მომენტია ახლა. თუ ვერ გაიგეთ, რა არის ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი, მართლა ვერაფერს ვერ გაიგებთ ვერც მიმდინარე პოლიტიკაში, ვერც გეოპოლიტიკაში. ხო ხედავთ, უმეტესობა პოსტები თუნდაც ამ ფორუმზე არის 2 უკიდურესობიდან ერთ-ერთი: ან აღტაცებული (უუუ ქოცებს მოეხნათ დედა, განადგურდნენ, ბიძგვინა გარბის რუსეთში, უკვე აეროპორტის გზაზეა, მალე დასანქცირდებიან და ა.შ.), ან პანიკურ-სასოწარკვეთილი (დავიღუპეთ, ამათ რა მოიშორებს, დასავლეთმა გვიღალატა, მაგენი ქუქოლდები და ა.შ.). ანუ ბოდიში და თავმოჭრილი ქათამივით აწყდებით აქეთ-იქით სიბნელეში :დ, ვერ აანალიზებთ სიტუაციას.
იძულებული ვარ „ჩიჩინი ჭრის“ მეთოდით :დ ისევ და ისევ გავიმეორო საბაზისო ცნებები. რომ არ შევიდეთ სამეცნიერო წიაღებში, ჩვენ გვაინტერესებს აქ 1-2 ფუნდამენტური თვისება, რომელიც ყველაზე უფრო აქტუალურია დღეს.
კონსერვატიზმის მთავარი თვისება: ეს არის კოლექტივიზმი, ერთ აზრზე ყოფნა. მხოლოდ ერთი რელიგია. ამიტომ კონსერვატიზმი ნებისმიერ ფასად ცდილობს მოიპოვოს მყარი უმრავლესობა და შემდეგ მთელი საზოგადოება ააწყოს ერთ თარგზე. ამაში ერთ დომინანტურ (სასურველია ტრადიციულად არსებულ) რელიგიას ენიჭება გადამწყვეტი როლი. აი მაგალითად, ორიოდე თვის წინ რა განაცხადა ტრამპის უახლოესი გარემოცვის წევრმა მაიკლ ფლინმა: If we are going to have one nation under God, which we must, we have to have one religion,” he said. “One nation under God and one religion under God, right? All of us, working together.”. და ეს ამერიკაში, სადაც დამფუძნებელმა მამებმა სპეციალურად ჩადეს მაქსიმალური სეკულარიზმი კონსტიტუციაში, სადაც ერთი დომინანტი კონფესია არასოდეს ყოფილა, მით უმეტეს ჩვენს დროში.
ლიბერალიზმის მთავარი თვისება: ლიბერალიზმი ცდილობს დაშალოს ტრადიციული დომინანტური ინსტიტუტები, მათ შორის და განსაკუთრებით, ტრადიციული „ეროვნული“ რელიგია. ლიბერალიზმი ეყრდნობა უმცირესობებს და ინდივიდებს. ე.წ. კონსერვატიული უმრავლესობა ანუ მდუმარე უმრავლესობა (silent majority) არის ლიბერალიზმის მთავარი მტერი და სამიზნე.
ამას ბევრი მიზეზი აქვს, ხოლო ერთ-ერთი მთავარი არის შემდეგი: უმრავლესობას ყველგან და ყოველთვის აქვს მიდრეკილება სიჩლუნგისკენ, არაოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებისკენ. წარსულში ამის დაძლევა ხდებოდა იმით, რომ არჩევნები არ არსებობდა. ყველა ქვეყანას და საზოგადოებას მართავდა უმცირესობა, ძირითადად არისტოკრატია (მეფეები, თავადები და ა.შ.). გლეხები და ვაჭარ-ხელოსნები იყვნენ უმრავლესობა, მაგრამ მართვაში თითქმის არ მონაწილეობდნენ.
დემოკრატიაში ყოფილმა გლეხებმა და მასებმა მიიღეს საარჩევნო ხმა. ციცო დეიდასაც ერთი ხმა აქვს და პოლიტიკაში გარკვეულ, თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანსაც ერთი ხმა. საუბედუროდ, თითქმის ყველა საზოგადოებაში ციცო დეიდები და ჯემალი ბიძიები ან უმრავლესობაშია, ან უმრავლესობის ახლოს ტრიალებს (40%-ის ფარგლებში), შეიძლება მცირე გამონაკლისი იყოს ჩრდილოეთ ევროპის რამდენიმე პატარა ქვეყანა და აზიის რამდენიმე პატარა ქვეყანა და რეგიონი (ტაივანი, ჰონკონგი და ა.შ.), სადაც მასების განათლების მაღალი დონე იქნა მიღწეული ბოლო ათწლეულებში.
აქედან არის ორი გამოსავალი. რადგან ციცოები და ჯემალები ანუ ე.წ. კონსერვატიული უმრავლესობა რიცხობრივად ბევრია, პოლიტიკოსები ან უნდა პოპულისტურად დაეყრდნონ ამ კოლექტიურ ციცოებს, კოჭი გაუგორონ, კონსერვატიული პოლიტიკა გაატარონ, ან უნდა შეეცადონ დაშალონ კონსერვატიული უმრავლესობა. როგორ შეიძლება ამ უმრავლესობის დაშლა? პასუხი მარტივია: უმცირესობების და ინდივიდუალიზმის გააქტიურებით.
სწორედ ამიტომ, ამხანაგებო, ლიბერალურ დემოკრატიაში უმცირესობებს ენიჭებათ გადამწყვეტი როლი. რადგანაც დღეს შეუძლებელია მართვა ძალაზე დაყრდნობით და ციცო ჯემალას ხმები უმრავლესობაშია, შედეგზე ორიენტირებული ლიბერალური მთავრობა უნდა შეეცადოს, რომ მაქსიმალურად გააძლიეროს უმცირესობები, როგორც ეთნიკური უმცირესობები, ასევე რელიგიური უმცირესობები, ასევე სექსუალური უმცირესობები, წინათ დაჩაგრული კატეგორიები, როგორიც არის ქალები, ინვალიდები და ა.შ., რომ მაქსიმალურად შეასუსტოს კონსერვატიული უმრავლესობა, რომ ეს უმრავლესობა იყოს დათრგუნული არა ძალით, არამედ აი ამ გაძლიერებული უმცირესობებით, რომ მათი ზეწოლის ქვეშ იყოს და თანდათან სუსტდებოდეს.
რა დაემართათ მმართველ პარტიებს (ნაცებს და ქოცებს) საქართველოში? თუ დააკვირდებით, თავიდან ნაცებიც და ქოცებიც შედარებით ლიბერალურ პოლიტიკას ატარებდნენ, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული კანონების დონეზე, რიტორიკის დონეზეც ნაწილობრივ. შემდეგ, ნაცებმაც და ქოცებმაც დაინახეს, რომ კონსერვატიული უმრავლესობის ფონზე ძალაუფლების შენარჩუნება შეიძლება მხოლოდ კონსერვატიული პოპულიზმით, როგორც ამას ორბანი აკეთებს. სხვათა შორის, ორბანიც წინათ ლიბერალი იყო (1990-იან-2000-იან წლებში. :დ
ამიტომ, 2007 წლიდან დაწყებული, ნაცებმა და „მიშამ“ დაიწყეს მკვეთრი გადახრა მარჯვნივ და კონსერვატიზმისკენ, ლაშა ჟვანიების და რჩეულიშვილის ცოლების დანიშვნა, მართმადიანების გაძლიერება და ა.შ.
იგივე გააკეთეს ქოცებმაც. თავიდან ქოცები იყვნენ კოალიციის სახით წარმოდგენილი, რომელშიც მოლიბერალო ხალხიც შედიოდა (ყოველ შემთხვევაში, რიტორიკის დონეზე). ევროპარლამენტში ქოცები ცდილობდნენ გაწევრიანებას სოციალ-დემოკრატებში ანუ მემარცხენე-ცენტრისტულ ლიბერალურ ჯგუფში. შემდეგ თანდათან მოიშორეს ყველა და დაიტოვეს მხოლოდ ან ბნელი კონსერვატორები ან უბრალოდ ნამუსგარეცხილი ხალხი, რომელიც ყველაფერზე ხელის მომწერია ფულის გამო.
ბევრი კიდევ ვერ იგებს, რატომ დაუჭირა აშშ-მ მხარი 2012 წელს ქოცებს და არა ნაცებს. იმიტომ, რომ ნაცები იმ დროისთვის უკვე სრულად გადაგვარებული და მემარჯვენე ფაშიზმში გადასული პარტია იყო, ხოლო ქოცები ჯერ არა.
დღეისათვის კი ქოცებმა გაიარეს ზუსტად იგივე გზა, რაც ნაცებმა და ისევე გადაგვარდნენ და გახდნენ არალიბერალური, ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური პარტია, როგორც ნაცები. დღეს ეს ორი სრულიად შეზრდილია ერთმანეთთან და ქმნიან ერთ პოლიტიკურ რეპრესიულ სისტემას.
ქოცებმა შექმნეს ე.წ. ალტინფო პროპაგანდისთვის, რომლის ამოცანა იყო სწორედ ზემოაღნიშნული კონსერვატიული უმრავლესობის მოხოდვა, სტრუქტურირება, გააქტიურება, ჩამოყალიბება. ხოლო შემდეგ თავადვე გააჩერეს თავიანთი პროექტი, რადგან კონსერვატიულ უმრავლესობაში მხოლოდ 1 მმართველი პარტია უნდა იყოს, 1 ბელადი, 1 რელიგია, 1 ენა, 1 კულტურა და ა.შ.
ამიტომ, ამხანაგებო, თუ ვერ გააცნობიერეთ სიტუაცია, ვერ გამოიტანთ სწორ დასკვნებს, ვერ გაიგებთ, რა პროცესები მიდის და ა.შ. თქვენ ვერ იგებთ, ჯერჯერობით ცოდნა არ გაქვთ რა არის კონსერვატიზმი და ლიბერალიზმი, რა არის კონსერვატიული უმრავლესობა.
დღეს საქართველოში ჩამოყალიბებულია და არსებობს კონსერვატიული უმრავლესობა, რომლის საფუძველია მართმადიანობა და ე.წ. საპატრიარქო/ეკლესია. დაჟე უმრავლესობაზე ლაპარაკიც ცოტა პირობითია, რადგან როცა ვამბობთ უმრავლესობას, იქვე ვგულისხმობთ უმცირესობას ან უმცირესობებს. ხოლო საქართველოში არ არსებობს ლიბერალური უმცირესობა და ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა.
თქვენ ურევთ „პროდასავლურად“ განწყობილ ხალხს მტკიცე, იდეოლოგიურად მოხოდილ ლიბერალურ უმცირესობასთან. ამ ფორუმზეც კი უმეტესობა ისევ არის მემარჯვენე, ნაციონალისტი, ლიბერტარიანელი და ა.შ. ლიბერალური დემოკრატია დგას მემარცხენე ცენტრისტებზე და მემარცხენეებზე ამხანაგებო. ეს არის ფაქტი, მთელ მსოფლიოში ასეა, პირველ რიგში აშშ-ში. აქ არ იგულისხმება მთლად ექსტრემისტი „მემარცხენეები“, რომლებიც მემარცხენეების სახელს ეფარებიან, რუსეთის აგენტები, კომუნისტები, რომლებიც უარყოფენ კერძო საკუთრებას და სხვა.
თქვენ მემარცხენეებს ლევაკებს, ქუქოლდებს და მსგავს სახელებს ეძახით. :დ ასე შორს ვერ წავალთ, ამხანაგებო. მაგალითად, აქაური „ლიბერალების“ ერთ-ერთი ბელადი ნეთანიაჰუს ულტრამემარჯვენე მთავრობის ფანია. :დ
კონსერვატიული უმრავლესობის ან კონსერვატიული მოძრაობის მთავარი დასაყრდენი, იდეოლოგია, დღევანდელ მსოფლიოში არის რელიგია. ასეა ამერიკაში, ევროპაში, ინდოეთში, ლათინურ ამერიკაში, აზიაში. კონსერვატიულ უმრავლესობას თქვენ ვერ დაამარცხებთ მემარჯვენეობით, ნაციონალიზმით, ლიბერტარიანელობით. სასაცილო სვლები გაკეთდა ამ მიტინგების დროს. კონსერვატორები უსამშობლოებს და ეკლესიის მტრებს გვეძახიან და მოდით ჩვენ კვერცხები შევღებოთ, ეკლესიაში მივიდეთ, სანთლები დავანთოთო. :დ
კიდე ვერ იგებთ, რომ მართმადიანობა არის რეალურად სიმსივნე, კიბო ბოლო სტადიაში. კიბოს ვერ დაამარცხებ მეორე კიბოთი ან მოფერებით და კომპრომისებით. მით უმეტეს, ბოლო სტადიაში მყოფ მეტასტაზირებულ კიბოს. კაცობრიობას არ მოუფიქრებია კონსერვატიულ ეროვნულ ანტილიბერალურ რელიგიებთან ბრძოლის უკეთესი იარაღი, ვიდრე არის მემარცხენე ცენტრისტული ლიბერალიზმი. ეს არის პოლიტიკის ანაბანა, ამხანაგებო.
ვინც გეუბნებათ, რომ მართმადიანობა არაფერ შუაშია და ეკლესიაა ცუდი, ან პატრიარქია კაგებეს აგენტი, და მოდი სინოდი გამოვცვალოთ, სხვა პატრიარქი ავირჩიოთ, ამბროსი ხელაიას და ვიღაცეებს იხსენებენ, იმათ საშინელ შეცდომაში შეჰყავხართ, ნებსით თუ უნებლიეთ. მართმადიანობა არ ექვემდებარება რეფორმებს და შეუთავსებელია რეალურ ლიბერალიზმთან.
იუზერი 2ბუა ჩამოვიდა და მიხვდა, რომ არ ესმის აქაური სიტუაცია. მაგას და ბევრ სხვას ჰგონია, რომ მართმადიანობა გამოსწორებადია და შეიძლება ლიბერალური სახელმწიფოს აშენება მართმადიანი მოსახლეობით. ეს არის გამორიცხული, ამხანაგებო.
ახლა გამოსავალი რა არის: ერთადერთი გამოსავალი არის მემარცხენე-ცენტრისტული ლიბერალური საზოგადოების მოხოდვა და იდეოლოგიურად გაძლიერება. სხვა ყველაფერი არაფერს არ მოიტანს. თავადაც ხედავთ, რომ ვერანაირი მიტინგები ვერ იძლევა შედეგს. მემარჯვენეობით და ნაციონალიზმით ვერ დაამარცხებთ მართმადიანობას და კონსერვატიულ უმრავლესობას, მით უმეტეს, როცა გვერდით რუსეთი გყავს და კიდევ მსგავსი ქვეყნები (პერდოს თურქეთი, ირანი, ალიევის აზერეთი და ა.შ.).
საერთოდ უნდა დაივიწყოთ, ამ ეტაპზე, ნაციონალიზმის ყოველგვარი გამოვლინება (სანამ მართმადიანი კონსერვატიული უმრავლესობა არ დაშლილა და ლიბერალური ღია საზოგადოება არ შექმნილა). უნდა დაივიწყოთ და მინიმუმამდე დაიყვანოთ კავშირი ქართული ე.წ. სახელმწიფოსთან, რომელიც არის ყველა ნორმალური ადამიანის მტერი. ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთში უნდა შევიდეთ, რომელიც კიდევ უფრო დიდი მტერია ყველა ნორმალური ადამიანის. ქართული მართმადიანური ე.წ. სახელმწიფო არის რუსულის ასლი, უბრალოდ ვერ ქაჩავს მთლად ბრუტალურობის იმ დონეზე, რომელიც აქვს რუსაპეტულ სახელმწიფოს.
ათასგვერდიანი თემები რომ გაქვთ გახსნილი მართმადიან რუსაპეტა კვარაცხელიაზე და გიჟებივით რომ დარბოდით ფეხბურთში მოგების შემდეგ, მე მაშინვე დავწერე ფბ-ზე, რომ ეს „მოგება“ შემობრუნდებოდა ბევრად უფრო სერიოზული უარყოფითი მოვლენებით, რაც მოხდა კიდეც. რატომ ვიცოდი მე და რატომ არ იცოდით თქვენ? იმიტომ რომ „დიდ სურათს“ (big picture) ვერ ხედავთ და ვერ ერკვევით იდეოლოგიებში სდა გეოპოლიტიკაში.
რაც შეეხება დასკვნებს და პროგნოზებს, იხილეთ მეორე თემაში "შევა თუ არა საქართველო ევროკაშირში" (ძალიან დიდი რომ არ გამოვიდეს).
|